მასწავლებლის ბლოგი
Translate
Saturday, October 20, 2018
Friday, October 19, 2018
Friday, July 11, 2014
სასწავლო პროექტი
1.
პროექტის სახელწოდება: „ეჰ, რა იქნება
ხელახლა, დაიწყებოდეს თავიდან...“
2.
პროექტის მთავარი იდეა: საბედისწეროდ შეწყვეტილი სამთა მეგობრობა და ქართული
პოეზიიის მარადი ჭაბუკების პირადი ცხოვრებისა და შემოქმედების მოძიება-გამოქვეყნება.
3.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია,
რადგან ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი აზროვნების, კვლევა-ძიებისა და ჯგუფური მუშაობის
უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა განავითარებს მოსწავლეთა ინტერესს ლადო
ასათიანის, მირზა გელოვანისა და ალექსანდრე საჯაიას პიროვნებისა და შემოქმედებისადმი,
დაინტერესდებიან მათი პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალებით,როგორ ემსხვერპალა ამ
თაობის დიდი ნაწილი II მსოფლიო
ომს, იგრძნობენ პოეზიის, მეგობრობის არაჩვეულებრივ მაგალითებს.
4.
პროექტის მიზნები:
პრობლემის განსაზღვრის;
ინფორმაციის მოძიების;
საქმიანობის ორგანიზების;
შემოქმედებითობის შედეგების ანალიზის;
პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების
მიღების უნარ-ჩვევებს.
ქართ.XII.1.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემასა
და პრობლემას,რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
· მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს
პროექტის მიზანს;
· არჩევს მასალას პროექტის
საპრეზენტაციოდ.
ქართ.XII.2. მოსწავლეს შეძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო
პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მსჯელობს, რამდენად აქტუალურია
სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;
· შეაფასებს, რამდენად გასაგებად,
ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა,საკვლევი თემა.
ქართ.XII.3.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო
პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე :
· მარტივად, გასაგებად აყალიბებს
სათქმელს,
· პროექტის ნაწილებს შორის კავშირს გამოხატავს
სპეციალური ენობრივი საშუალებებით.
ქართ.XII.4.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო
პროექტის პრეზენტაციისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას;
· პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით
კონტაქტს.
5.
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი
6.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეიძენენ კვლევა-ძიების
უნარებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, ახალი ინფორმაციის მოძიებისა
და გამოყენების უნარს, კედლის გაზეთის გამოშვებას, მხატვრული კითხვის საღამოს მოწყობას,
მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
7.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ეკა ბასილაიას
,, საბედისწეროდ შეწყვეტილი სამთა მეგობრობა და ქართული პოეზიიის მარადი ჭაბუკები“,
ნიკა აგიაშვილის „ჭაბუკები დარჩნენ მარად“,ფორმატები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი,
ტექსტები.
8.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. გონებრივი
იერიშის საშუალებით, მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეები ირჩევენ პროექტის თემას:
ეჰ, რა იქნება ხელახლა დაიწყებოდეს თავიდან...“
აქტივობა 2. იქმნება
2 საპროექტო ჯგუფი, თითოეულში 4-4 მოსწავლეა გაერთიანებული.
აქტივობა 3. შემუშავდა
გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პოეტების პირადი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ
ინფორმაციის მოძიებას, შეკრებას, კედლის გაზეთის
გამოშვებასა და მხატვრული კითხვის საღამოს მოწყობას.
აქტივობა 4. სასწავლო
პროექტის განხორციელების გეგმა:
N
|
შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები
|
საქმიანო
ბის გაწერა დროში
|
საქმიანობის განმახორციელე
ბელი
მოსწავლეები
|
საქმიანობის განხორციელება
ზე
პასუხისმგებე
ლი
მოსწავლეები
|
საქმიანობის შესაბამისი რესურსები
|
1
|
პოეტების პირადი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ინფორმაციის მოძიება
|
I-II კვირა
|
ჯგუფის წევრები
|
ლიდერები
|
ფორმატები
კომპიუტე
რი
ინტერნეტი
|
2
|
კედლის გაზეთის დამზადება, პრეზენტაციის მომზადება
|
III კვირა
|
I ჯგუფი
|
ლიდერები
|
ფორმატები
კომპიუტე
რი
ინტერნეტი
პრინტერი
|
3
|
მხატვრული კითხვის საღამო
|
IV კვირა
|
II ჯგუფი
|
ლიდერები
|
მოსწავლე
ბი, მასწავ
ლებლები
|
აქტივობა 5. ჯგუფის მიერ
აქტივობების განხორციელება. ახდენენ მოძიებული ინფორმაციის დახარისხებასა და კატეგორიზაციას.
აქტივობა 6. პროექტის
პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფი ამზადებს პროექტის მომდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენტაციას.
აქტივობა 7. შეფასება
პროექტისა და ჯგუფური მუშაობისა.
N
|
კრიტერიუმები
|
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
1
|
პრობლემა რამდენად აქტუალური და დასაბუთებულია.
|
|||
2
|
მიზანი რამდენად კონკრეტული და მიღწევადია.
|
|||
3
|
განხორციელების გზები რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას; რამდენად
რეალურია ვადები; ფუნქციები გადანაწილდა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის.
|
|||
4
|
შედეგის მიღწევა რამდენად რეალურია და შეესაბამება თუ არა მიზანს.
|
|||
5
|
რესურსები თუ არის ზუსტად განსაზღვრული განსახორციელებელი საქმიანობისთვის.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასება
N
|
კრიტერიუმები
|
კი
|
ნაწილობრივ
|
არა
|
1
|
შედგა თუ არა ჯგუფში თანამშრომლობა
|
|||
2
|
იყვნენ თუ არა მოტივირებულნი
|
|||
3
|
იყვნენ თუ არა პასიური მოსწავლეები
|
|||
4
|
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისათვის სისტემატური
და საქმიანი ხასიათი
|
9.
საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება;
10. პროექტის
ხელმძღვანელი: მაკა კუტუბიძე
12. პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: makakutubidze7.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)